Sunday, October 26, 2014

მე-5 დღე
ეს დღეც საინტერესო იყო.
განვიხილეთ პრეზენტაციები. ვისწავლეთ ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება და გადმოწერა. გავეცანით რა არის საავტორო უფლებები; ვისაუბრეთ  სასრგებლო საძიებო სისტემების გამოყენებაზე, სპეციალიზირებული გვერდების მოძიებაზე;
ასევე გავეცანით ინტერნეტსაკომუნიკაციო საშუალებებს ;( ჩატი, ელ.ფოსტა  და . .),. ვისწავლეთ კვლევის ფორმების შექმნა და  გაზიარება.





მე-4 დღის რეფლექსია




  საინტერესო და დატვირთული დღე იყო.
 
ვისწავლეთ შეფასების მიზნები და სტრატეგიები. გავეცანით სეფასების  ხუთ სტრატეგიას:



1.                   მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების სტრატეგიები;
2.                  წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამსრომლობის უნარის  შესაფასებელი სტრატეგიები;
3.                  პროგრესის მონიტორინგის სტრტეგიები;
4.                  სტრატეგიები გაგების  შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის;
5.                  გაგებისა და უნარების  დემონსტრირების სტრატეგიები.
Word -ის დოკუმეტში შევმენით  შეფასების დროის ჩარჩო.
შეფასების დროის ჩარჩოში ავსახეთ  შეფასებები და აქტივობები, რომლებიც შეესაბამება ჩემს პროექტს.
ელ. ფოსტით მიიღეთ პრეზენტაციის შაბლონი. გადმოვწერთ და მისი საშუალებით
შევქმენით  პროექტის პრეზენტაცია.





Sunday, October 19, 2014

გავეცანი პირველი და მეორე მოდულის აქტივობებს, შევქმენი ბროშურა და  ვიმუშავე მიმართულების მიმცემი კითხვების დასმაზე. გავეცანი 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს და დავუკავშირე ჩემი პროექტის სტანდარტებსა  და ინდიკატორებს.

Sunday, September 18, 2011

 1.პროექტის სახელი: რა დაგვიტოვეს დინოზავრებმა?
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ  სათაფლიის         წარმოშვების ისტორია და მასთან დაკავშირებული ენობრივი მასალა.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ინგლისურის , ისტორიისა და ბუნების მასწავლებლების დახმარებით ბიბლიოთეკასა და ინტერნეტ საიტების მეშვეობით მოიძიებენ მასალებს პეტრე ჭაბუკიანზე, სათაფლიის კარსტულ მღვიმეზე და მის შემოგარენზე, ასევე დინოზავრის ნაკვალევის შესახებ.
  • ქართულ ენაზე მოპოვებული  მასალები, ინგლისურის მასწავლებლის დახმარებით, მოსწავლეების მიერ ითარგმნება ინგლისურ ენაზე.
  • გიდის დახმარებით ეცნობიან დინოზავრის ნაკვალევსა და კარსტული მღვიმის დარბაზებს
4. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები აგროვებენ ვიდეო და ფოტომასალებს.
მასწავლებლის დახმარებით მოამზადებენ ვიდეო ფილმს, აკეთებენ პრეზენტაციას დანარჩენი მოსწავლეებისათვის.
    5. მოსწავლეთა რაოდენობა: ხუთი
    6. მოსწავლეთა ასაკი: 10–11
    7.ხანგრძლივობა: 1 თვე
    8. სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.
    9. საგნებთან და ე.ს.გ. კავშირი: მოსწავლები უკეთ დაეუფლებიან ისტ–ის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვების მეთოდებს, შექმნიან მცირე ზომის ლექსიკონს. მოსწავლეები იმუშავებენ როგორც ინდივიდუალერად, ასევე ჯგუფურად. განუვითარდებათ კვლევა– ძიებისა და თანამშრომლობის უნარი.
    10. სარგებლობა სხვისთვის: სკოლის სხვა მოსწავლეები გაეცნობიან მოპოვებულ ინფორმაციას სათაფლიისა და დინოზავრის ნაკვალევის შესახებ, ხოლო სხვა მასწავლებლები გაიზიარებენ გამოცდილებას
    11. პროექტისათვის საჭირო რესურსები:.ლიტერატურა, კომპიუტერი, ფოტო აპარატი, ვიდეო კამერა.
    12. პროექტის ფასილიტატორი: ნათია გულბიანი.
    13: ელ.ფოსტის მისამართი: natia.natiabadri.gulbiani@gmail.com
    14:პროექტის ვებ–გვერდი: natiagulbiani.blogspot.com