Saturday, November 8, 2014

მე-8 დღე
გავეცანით მოდულში ფასილიტაციიის მასალებს, ვისაუბრეთ კითხვის დასმის ხელოვნებაზე, მაღალი სააზროვნე უნარების განვითარებისთვის, გავეცანით ისტის სტანდარტებს მასწავლებლებისათვის და შევქმენით მასალები ფასილიტაციის.

                                                      

 მე-7 დღე
ვისაუბრეთ მოსწავლეების განსხვავებულ საჭიროებაზე.გავეცანით თემასთან დაკავშირებულ ბმულებს, შევქმენით რესურსები აღნიშნულ თემაზე და მოვამზადეთ შაბლონი.


მე-6 დღე

ეს დღეც, ისევე როგორ სხვა დანარჩენი დღებიც საინტერესო  იყო.
Draiv.googl-
ში შევქმენით Word-ის და Exelis -ის დოკუმენტები და გავიზიარეთ ერთმანეთს. ვისწავლეთ ეზენტაციის ატვირთვა. შემდეგ დავუბრუნდით შეფასების გეგმას და შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში. განვიხილეთ სხვადასხვა პროექტების გეგმები. შევქმენით მოსწავლის ნიმუში

Sunday, October 26, 2014

მე-5 დღე
ეს დღეც საინტერესო იყო.
განვიხილეთ პრეზენტაციები. ვისწავლეთ ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება და გადმოწერა. გავეცანით რა არის საავტორო უფლებები; ვისაუბრეთ  სასრგებლო საძიებო სისტემების გამოყენებაზე, სპეციალიზირებული გვერდების მოძიებაზე;
ასევე გავეცანით ინტერნეტსაკომუნიკაციო საშუალებებს ;( ჩატი, ელ.ფოსტა  და . .),. ვისწავლეთ კვლევის ფორმების შექმნა და  გაზიარება.





მე-4 დღის რეფლექსია




  საინტერესო და დატვირთული დღე იყო.
 
ვისწავლეთ შეფასების მიზნები და სტრატეგიები. გავეცანით სეფასების  ხუთ სტრატეგიას:



1.                   მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების სტრატეგიები;
2.                  წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამსრომლობის უნარის  შესაფასებელი სტრატეგიები;
3.                  პროგრესის მონიტორინგის სტრტეგიები;
4.                  სტრატეგიები გაგების  შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის;
5.                  გაგებისა და უნარების  დემონსტრირების სტრატეგიები.
Word -ის დოკუმეტში შევმენით  შეფასების დროის ჩარჩო.
შეფასების დროის ჩარჩოში ავსახეთ  შეფასებები და აქტივობები, რომლებიც შეესაბამება ჩემს პროექტს.
ელ. ფოსტით მიიღეთ პრეზენტაციის შაბლონი. გადმოვწერთ და მისი საშუალებით
შევქმენით  პროექტის პრეზენტაცია.





Sunday, October 19, 2014

გავეცანი პირველი და მეორე მოდულის აქტივობებს, შევქმენი ბროშურა და  ვიმუშავე მიმართულების მიმცემი კითხვების დასმაზე. გავეცანი 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს და დავუკავშირე ჩემი პროექტის სტანდარტებსა  და ინდიკატორებს.